შეერთებულ შტატებში 23 წლის უკრაინელი ირინა ზარუცკას მკვლელს, სიკვდილით დასჯა ელის
შეერთებულ შტატებში 23 წლის უკრაინელი ირინა ზარუცკას მკვლელს, სიკვდილით დასჯა ელის. ჩრდილოეთ კაროლინის სასამრთლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწვეტილებით, დეკარლოს ბრაუნმა ტრანსპორტში დანით უკრაინელი გოგონა გამიზნულად მოკლა. ეს კი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიკვდილით დასჯის განაჩენს ითვალისწინებს. ამერიკის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ თქვა, რომ ის სიკვდილით დასჯის ორდერს ხელს მოაწერს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები ზარუცკას მკვლელობაში ბაიდენის ადმინისტრაციის არასწორ სამართლებრივ პოლიტიკას უკავშირებენ, ზარუცკას მკვლელი სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე 14-ჯერ იყო დაჭერილი და გათავისუფლებული.
