ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონშია
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონშია, უკრაინის პრეზიდენტმა ვიზიტი, დიდი ბრიტანეთის მეფესთან ჩარლზ მესამესთან შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური მიღების შემდეგ, ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართავს მოლაპარაკებას. ლონდონშია ასევე დანიშნული უკრაინის მხარდამჭერის მსურველთა კოალიციის შეხვედრაც, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე, ასევე ომის დასრულების პრესპექტივებზე იმსჯელებენ.
