საფრანგეთი კვლავ პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა
საფრანგეთი კვლავ პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. ქვეყანაში წამყვანი პოლიტიკური ძალები, ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან. საფრანგეთის სოციალისტური პარტია პრემიერ-მინისტრისგან მილიარდერებისთვის გადასახადების მომატებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელახლა დანიშნულ სებასტიან ლეკორნუს უნდობლობის ვოტუმით ემუქრება. სოციალისტური პარტია მთავრობას, კანონპროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად, ვადას 27 ოქტომბრამდე აძლევს.
