თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 11 კორპუსში, 2 426 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, ვინც თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი შეავსო.
