საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა ქუთაისში
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა ქუთაისში. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა. ღონისძიებები ფიზიკურ, კულტურულ და ინტელექტუალურ აქტივობებს მოიცავდა. ქალაქის მასშტაბით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე ადგილას დასწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებას.
