მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების გარანტი. ფიცის დადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
