ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს, რომელთა ლეგალიზაციის მიზნით, დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა.
