25 ოქტომბერს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „არა ნარკოტიკს“ კამპანიის ფარგლებში მინი ფეხბურთის ფინალური ჩემპიონატი გაიმართება
25 ოქტომბერს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „არა ნარკოტიკს“ კამპანიის ფარგლებში მინი ფეხბურთის ფინალური ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის 10 რეგიონის გამარჯვებული გუნდები და თბილისის ჩემპიონი გუნდი.ღონისძიება სპორტული ცენტრის „იმედი“ საფეხბურთო მოედანზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
