ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება მთავარი პრიორიტეტია - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება მთავარი პრიორიტეტია - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. მარკო რუბიოს ვიზიტი ისრაელში ქნესეთის მიერ დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშრებით მიღებული კანონპროექტის ფონზე დაიწყო. რომელსაც პალესტინაში ტერიტორიის ანექსიის მცდელობად აღიქვამენ.
