“როიტერსის” ინფორმაციით აშშ-ის „რესპუბლიკურ“ პარტიასთან დაახლოებული დონორი ბოლო კვირების განმავლობაში ლობირებდა კონგრესში იმ საკანონმდებლო აქტის წინააღმდეგ, რომელიც ზეწოლას მოახდენდა საქართველოს მმართველ პარტიაზე
“როიტერსის” ინფორმაციით აშშ-ის „რესპუბლიკურ“ პარტიასთან დაახლოებული დონორი ბოლო კვირების განმავლობაში ლობირებდა კონგრესში იმ საკანონმდებლო აქტის წინააღმდეგ, რომელიც ზეწოლას მოახდენდა საქართველოს მმართველ პარტიაზე. სტივ ნიკანდროსმა 30 სექტემბერს წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „რესპუბლიკელ“ წევრებს, რომელშიც მათ მადლობას უხდის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ წინააღმდეგობისთვის.
