ყურძნის რეკორდული მოსავალი
გადამუშავებული 330 ათასი ტონა ყურძენი - წელს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალია. მევენახეებმა ღვინის კომპანიებს ყურძენი შეუფერხებლად ჩააბარეს. ამ ეტაპზე, რთველი გრძელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და ლეჩხუმში. რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც რეკორდული რაოდენობის, 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
