საჩხერეში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „საჩხერობა2025“ იმართება
საჩხერეში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „საჩხერობა2025“ იმართება. ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება - მათ შორის ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, იმერული ღვინის დეგუსტაცია, მოწყობილია საბავშვო სივრცეები, ტარდება სპორტული ღონისძიებები, ფუნქციონირებს სამეწარმეო ბაზარი. საღამოს გალა კონცერტი გაიმართება.
