ძიუდოს აკადემიამ საქართველოს ძიუდოს მასტერსს უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის წამყვანი ძიუდოისტები მონაწილეობდნენ
ძიუდოს აკადემიამ საქართველოს ძიუდოს მასტერს უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის წამყვანი ძიუდოისტები მონაწილეობდნენ. ტურნირი ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. -60 კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მან ჯაბა პაპინაშვილს იპონით სძლია. -66 კგ წონით კატეგორიაში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა: 19 წლის თორნიკე გიგაურმა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა, წონის პირველი ნომერი თემურ ნოზაძე დაამარცხა. -73 კგ-ში გიორგი ტერაშვილმა გიორგი ჩიხელიძეს აჯობა, ხოლო -81 კგ-ში ზაურ დვალაშვილმა კოტე კაპანაძე დაამარცხა. -90 კგ წონით კატეგორიაში დაძაბული დაპირისპირება შედგა სამგზის მსოფლიოს, სამგზის ევროპისა და ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს შორის. გამარჯვება გრიგალაშვილმა მოიპოვა. -100 კგ-ში საქართველოს ჩემპიონი ნიკა ხარაზიშვილი გახდა, ხოლო მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებს, მედლებთან ერთად, 15,000-ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცათ
