ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც იტალიაში გაიმართა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
