მიხეილ სარჯველაძე ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს აღმასრულებელ და რეგიონულ დირექტორებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს აღმასრულებელ და რეგიონულ დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების გაძლიერებაზე და ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე
