ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა, 6 მჭიდი და 200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი". დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
