სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148 042 აშშ დოლარს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
