უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ეგვიპტის, იორდანიის, ფილიპინების და თურქმენეთის მოქალაქეები. დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით
