რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით გუშინ აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს, რომლებიც, საპოლიციო უწყების ინფორმაციით, გზის უკანონოდ გადაკეტვას ცდილობდნენ
რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით გუშინ აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს, რომლებიც, საპოლიციო უწყების ინფორმაციით, გზის უკანონოდ გადაკეტვას ცდილობდნენ. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა უწყების წარმომადგენლებს - ის ხულიგნობის მუხლით დააკავეს. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც სამართალდამცველებს, ისე „იმედის“ გადამღებ ჯგუფსაც
