პროტესტი და დაპირისპირება აშშ-ში
მანჰეტენზე ჯავშანმანქანებისა და შეიარაღებული ფედერალური აგენტების გამოჩენას ქაოსი მოჰყვა. ნიუ-იორკის ქუჩებში შეკრებილმა დემონსტრანტებმა სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის უწყების მიერ გარემოვაჭრეების დაკავების ოპერაცია გააპროტესტეს. აქცია ფედერალურ ოფიცრებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ სამართალდამცავი უწყებების მუშაობას რადიკალი მემარცხენეები უპირისპირდებიან.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
