სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია
გამოძიების მიხედვით, ზურაბ კაკაბაძემ, 2019-21 წლებში, ფედერაციის ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატიდან გამოიტანა და მიისაკუთრა ფედერაციის თანხა. საუბარია 464 ათას 496 ლარზე. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
