აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩვენ დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება. -წერს პრემიერ მინისტრი
