ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება
განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი რეგიონული პროექტების მნიშვნელობაზე.
