უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბუდაპეშტი ტრამპი-პუტინის სამიტისთვის სამზადისს მაინც განაგრძობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბუდაპეშტი ტრამპი-პუტინის სამიტისთვის სამზადისს მაინც განაგრძობს. მართალია, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაანონსებული შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება, თუმცა ვიქტორ ორბანის თქმით, როდესაც ლიდერთა შეხვედრა საბოლოოდ დადასტურდება, მას ამ სამიტისთვის ყველაფერი მზად ექნება.
