სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. გამოძიების მიხედვით, ზურაბ კაკაბაძემ, 2019-2021 წლებში, ფედერაციის ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატიდან გამოიტანა და მიისაკუთრა ფედერაციის თანხა.
