პარიზის პროკურორის განცხადებით, ლუვრიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულებია მოპარული
პარიზის პროკურორის განცხადებით, ლუვრიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულებია მოპარული. ლორ ბეკოს თქმით, ძარცვაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში შეასაძლოა სხვა ფიგურანტებიც იყვნენ, რომლებიც მათ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. ლუვრი 19 ოქტომბერს, სამუშაო საათებში გაძარცვეს. მოპარულია საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი, მათ შორის, ნაპოლეონისა და მისი მეუღლის, ნივთები.
