განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქეც. ის სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. ამოიღებულია „მეტამ-ფეტამინი“ და „კოკაინი“. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
