საარქივო ფილმების ფესტივალი
ეროვნული არქივის კინოდარბაზი საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. რიგით მეოთხე ფესტივალი რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმით „აპრილი“ გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა საავტორო კინოა. მაყურებელს 4 დღის განმავლობაში 11 ქვეყნის საარქივო ფილმების უძველესი ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა ექნება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
