თავდაცვის მინისტრი სომხეთში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთშია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-სომხეთის ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.
