ერთი დღე ფორუმამდე
ექვს ნახევარი მილიარდი დოლარის ჯამურ ინვესტიციას, „ემაარ ჯგუფის“ დამფუძნებელი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს უფრო დეტალურად გააცნობს. ალი ალაბარი იმ 2 300-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს შორის არის, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. ფორუმი, რომელიც პრემიერის პატრონაჟით ტარდება, ბევრ შესაძლებლობას მოიცავს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს არის გზა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის წარმართვისთვის, მათ შორის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთაშორისო არეალზე წარსადგენად.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
