განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. გივი მიქანაძემ სომეხ კოლეგასთან და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მსჯელობა შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების გახსნის საკითხებს. გივი მიქანაძე ასევე ეწვია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ქართველოლოგიის ცენტრი დაათვალიერა.
