შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, კულტურის სექტორებში. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს. აღინიშნა სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
