პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა, როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ხაზი გაესვა თურქეთის კლინიკებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერების მხრივ.
