ISFED-ის მანიპულაციური სტატია და კვლევა
ISFED-ის მანიპულაციური სტატია და კვლევა. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 22 კომპანიას, მილიონ ნახევარზე მეტი გადაუხადა. ISFED-ი ციფრებით მანიპულირებს, რეალურად ყველაზე მეტი შემოსავლის მქონე მედიაპლატფორმას, რეალურად თვეში სამი ათას ლარიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა და თავდასხმა დამოუკიდებელ ონლაინ მედიაზე - ასე აფასებენ ონლაინ გამოცემები აღნიშნულ სტატიას, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის გაყალბებაში მხილებული ორგანიზაციის კვლევებს ფასი არ აქვს.
