მომავალი კვირიდან გახარიას პარტია პარლამენტში შედის
მომავალი კვირიდან გახარიას პარტია პარლამენტში შედის. კონკრეტული ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე შეხვდა შალვა კერესელიძე. გახარიას პარტია, პარლამენტის არალეგიტიმურობაზე გაკეთებული მათივე განცხადებების ფონზე, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობს. სოფო ხორგუანი ამბობს, რომ პარლამენტში ლეგიტიმური მხოლოდ მათი 8%-ია, დანარჩენი კი არა. უსუსური თავის მართლება - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიის ეს გადაწყვეტილებაც გარედან მიღებული დავალების შედეგია.
