შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ თუ ვინმეს უნდა გაიგოს, რა სურს ქართველ ხალხს, საკმარისია ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები ნახოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხალხის ნების სხვაგვარად წარმოჩენის ნებისმიერი სხვა გზა, უკეთეს შემთხვევაში, რეალობიდან გაქცევაა, ხოლო უარეს შემთხვევაში, შიდა საქმეებში უკანონო ჩარევა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძე ურჩევს ყველას, არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
