თბილისში „იგლ ჰილსის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისში „იგლ ჰილსის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალი, ისტორიული პროექტი. არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის, ემაარის შვილობილი კომპანია „იგლ ჰილსი“ საქართველოში ექვს ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ემაარ ჯგუფი თბილისსა და ბათუმში ულტრათანამედროვე ურბანულ პროექტებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად 350,000-ზე მეტი სტუმრის მოზიდვას, 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის გენერირებას და 30,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას მშენებლობის, საცალო ვაჭრობის, სასტუმრო და გართობის სექტორებში.
