ამერიკის საშინაო უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ მემარცხენეთა რიტორიკის შედეგად პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები ბოლო 9 თვეში 1000 პროცენტით არის გაზრდილი
კრისტი ნოემის თქმით, ზოგიერთ ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმის სანაცვლოდ, ფინანსურ ჯილდოებსაც კი აწესებენ. საშინაო უსაფრთხოების მდივანი განმარტავს, რომ პასუხისგებაში მისცემენ ყველა თავდამსხმელს და მათ შორის იმ ინდივიდებს, რომლებიც ტიკტოკსა და სხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე სამართალდამცველი ოფიცრების წინააღმდეგ მუქარის შემცველ ვიდეოებს ავრცელებენ.