ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო გაიმართა
ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით, პირველად გაიმართა ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო. კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმაც.