იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და სამი მილიარდ ექვსას მილიონ დოლარს გადააჭარბა. მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლებია ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან. 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 5.1%-ით გადააჭარბა.