საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
ირაკლი ჩიქოვანს სომეხი კოლეგა მსაპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.