22-23 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, თბილისი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს
მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება.