თურქ კოლეგას, ჯანდაცვის სამინისტროში უმასპინძლა მიხეილ სარჯველაძემ
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და ხელი მოაწერეს მემორანდუმს. დოკუმენტი სამედიცინო სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სამედიცინო ტურიზმისა და პროფესიული განათლების განვითარებას, ასევე ფარმაცევტულ სექტორში პარტნიორობას და რეგულაციების გაცვლას ითვალისწინებს. მემორანდუმი 2023 წელს დადებული სამთავრობო შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა.
