შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ მინერალებისა და წიაღისეულის მოპოვება- დამუშავების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
დოკუმენტს ხელი დონალდ ტრამპმა და ენტონი ალბანეზემ მოაწერეს. გარიგების თანახმად, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ორივე ქვეყანა პროექტებისთვის მილიარდ დოლარს ჩადებს. თანამშრომლობა ამ სფეროში შეერთებულ შტატებს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.
