საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი ეწვია
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „სვირლ ვაინ გრუპის“ ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი ეწვია. ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები ქართლში, იმერეთსა და რაჭაში დაათვალიერეს. მათთვის თბილისში ასევე გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
