თბილისის N89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შენობის კონსტრუქციული ელემენტების დეტალური გამოკვლევის შედეგად მდგრადობის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. სკოლა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.
