სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა
პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია გარემოსდაცვითი საკითხების კუთხით. პორტალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით, მოახდინოს ქვეყანაში არსებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის ანალიზი.
