საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ირანი, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, კანადის, კოტ-დიუარის და რუმინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
