ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა
იგულისხმება ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარება. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ატარებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.
