ლუვრი გაძარცვეს
ძარცვის შემდეგ, ლუვრის მუზეუმი დღეს დამთვალიერებლისთვის არ გაღებულა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ოთხმა მძარცველმა მუზეუმში ამწის მეშვეობით შეაღწია. გატაცებულია საფრანგეთის სამეფო სამკაულები, ერთ-ერთი მოპარული ნივთი კი, სამართალდამცველებმა ლუვრის მახლობლად იპოვეს. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს
